კირ სტარმერსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა.
როგორც Reuters-ი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერზე დაყრდნობით იუწყება, სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა.
მედიის ცნობით, განხილვის მთავარი თემა იყო უკრაინის ომი და ტრამპის სურვილი, დაეხმაროს ამ ომის დასრულებას.
სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევმა უნდა დაიკავოს ყველაზე ძლიერი პოზიცია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. მან ასევე აცნობა ტრამპს უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციის მოახლოებული შეხვედრების შესახებ და აღნიშნა, რომ მათში მონაწილეობას 30-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს.