არ ვფიქრობ, რომ იემენში სახმელეთო დარბევის აუცილებლობა არსებობს – რუბიო
აშშ არ გეგმავს სახმელეთო ჯარებით რეიდებს იემენში,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ იემენზე იერიში მიზნად ისახავს, „ჰუსიტებს“ წაართვას უნარი, რათა ვეღარ შეძლონ, საფრთხე შეუქმნან საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებს და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებს.
„ეს არის მცდელობა, ჩამოერთვას მათ უნარი გააკონტროლონ გლობალური გადაზიდვები მსოფლიოს ამ ნაწილში. ეს უბრალოდ აღარ მოხდება“, – თქვა რუბიომ.
მან აღნიშნა, რომ დარტყმები არა მხოლოდ იცავს ამერიკის ინტერესებს, არამედ იცავს გლობალურ სავაჭრო მარშრუტებს.
გარდა ამისა, რუბიო ვარაუდობს, რომ ჰუთებს არ ექნებათ ამ თავდასხმების განხორციელების შესაძლებლობა ირანის მხარდაჭერის გარეშე.
”ეს იყო გზავნილი ირანის მიმართ, ნუ გააგრძელებთ მათ მხარდაჭერას, რადგან მაშინ თქვენ ასევე იქნებით პასუხისმგებელი იმაზე, რასაც ისინი აკეთებენ საზღვაო ძალების გემებზე და გლობალურ გემებზე თავდასხმისას,” – თქვა რუბიომ.