ზაზა ლომინაძე – ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: ამ საკითხზე ყველას ჩართულობა და ბრძოლა ძალიან დიდ შედეგს მოგვცემს
,,ამ საკითხზე ყველას ჩართულობა და ბრძოლა ძალიან დიდ შედეგს მოგვცემს, რათა დავუბრუნოთ ჩვენი ახალგაზრდები ჯანსაღ ცხოვრების წესს”,- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკის გამკაცრება მნიშვნელოვანია.
„ბოლო პერიოდში, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც მკვეთრად იმატა სინთეტიკურმა, ბუნებრივი წარმოშობის ნარკოტიკულმა საშუალებებმა. ამიტომ ჩვენ ვამკაცრებთ ჩვენს პოლიტიკას გადამზიდების მიმართულებით. იგივე რეალიზატორების მიმართ, ეს არის მთავარი აზრი ამ ნარკოპოლიტიკის გამკაცრების. ამ საკითხზე ყველას ჩართულობა და ბრძოლა ძალიან დიდ შედეგს მოგვცემს, რათა დავუბრუნოთ ჩვენი ახალგაზრდები ჯანსაღ ცხოვრების წესს“, – აღნიშნა ლომინაძემ.