ვახტანგ ჩოჩია: გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კანონის ძალაში შესვლით გაჯანსაღდება საქართველოში არსებული მედიაგარემო

,,გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კანონის ძალაში შესვლით გაჯანსაღდება საქართველოში არსებული მედიაგარემო, რაც თავის მხრივ იქნება საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის დამარცხების ერთ-ერთი ეფექტური გზა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი, ვახტანგ ჩოჩია მედია რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს.

მისივე თქმით, მედიაგარემოს გაჯანსაღება საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის დამარცხების ერთ-ერთი ეფექტური გზა იქნება.

„მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართულ კანონმდებლობაში აისახოს ე.წ. ბრიტანული სტანდარტი, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ყველა მსმენელსა და მაყურებელს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მიიღოს გადამოწმებული, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კანონის ძალაში შესვლით გაჯანსაღდება საქართველოში არსებული მედიაგარემო, რაც თავის მხრივ, იქნება საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის დამარცხების ერთ-ერთი ეფექტური გზა“, – აღნიშნა ჩოჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები