პაატა სალია: ვინაიდან გამჭვირვალობის კანონმა პრევენციულად ვერ იმუშავა, ბევრმა უარი განაცხადა რეგისტრაციაზე და არჩია დაჯარიმება, ამიტომ უფრო მკაცრი კანონის მიღება გადაწყდა
,,ვინაიდან გამჭვირვალობის კანონმა პრევენციულად ვერ იმუშავა და ბევრმა უარი განაცხადა რეგისტრაციაზე და არჩია დაჯარიმება, ამიტომ უფრო მკაცრი კანონის მიღება გადაწყდა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ „ფარას“ ანალოგიურ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
„როცა ხდება ამერიკაში დაფინანსება მედიასაშუალებების, სხვადასხვა პირების იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის ორგანიზაციების, წარმომადგენლების ინტერესები გატარდეს, ეს ამერიკაში აღრიცხულია და ანალოგიურად ჩვენთანაც არსებობს ამის აუცილებლობა, რადგან ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება უცხოეთიდან მომდინარე თანხები. სწორედ ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ვინაიდან კანონმა პრევენციულად ვერ იმუშავა და ბევრმა უარი განაცხადა რეგისტრაციაზე და არჩია დაჯარიმება, ამიტომ გადაწყდა, რომ უფრო მკაცრი კანონი მივიღოთ“, – აღნიშნა სალიამ.