კრემლი: ზელენსკის მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის დადებითად ვაფასებთ

მოლაპარაკებებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის მზადყოფნას კრემლი დადებითად აფასებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პესკოვი გამოეხმაურა ზელენსკის მიერ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ქვეყანა მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე მივიდეს.

„საკითხავია ვისთან ერთად უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. უკრაინის პრეზიდენტის მიერ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების აკრძალვის ბრძანება ჯერ კიდევ ძალაში რჩება. მთლიანობაში, მიდგომა დადებითია, მაგრამ ნიუანსები ჯერ არ შეცვლილა“, – განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვის განცხადებით, რუსეთს, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის შესაძლო სამმხრივი მოლაპარაკებების საკითხი ჯერ არ განიხილება, თუმცა კრემლი მათ გასამართად საუკეთესო ადგილად მინსკს მიიჩნევს.

შეგახსენებთ, 2022 წლის 4 ოქტომბერს, ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების შეუძლებლობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები