ტრამპი: პუტინს ომის დასრულება სურს, ზელენსკის კი ბრძოლა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა თეთრ სახლში წარმატებული არ ყოფილა და უკრაინის ლიდერმა გადააჭარბა თავის საზღვრებს. ამის შესახებ ტრამპმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა თეთრ სახლთან.
ფლორიდაში გაფრენამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის მშვიდობას ეძებს რუსეთსა და უკრაინას შორის ომში.
„მე მინდა ახლა მშვიდობა. პრეზიდენტ პუტინს სურს ეს და მას სურს ამის გაკეთება – მას სურს დაასრულოს. თქვენ ნახეთ ის, რაც მე დღეს ვნახე: ეს არის (ზელენსკი) ადამიანი, რომელსაც სურს გვაიძულებს ხელი მოვაწეროთ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ”, – თქვა ტრამპმა.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში “ყველა საზღვარს გადააჭარბა”.
„ჩვენ ვეძებთ მშვიდობას. ჩვენ არ ვეძებთ ვინმეს, ვინც აპირებს ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძლიერ ქვეყანასთან და შემდეგ არ დაამყაროს მშვიდობა”, – განაცხადა ტრამპმა.