შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, გურიის რეგიონში მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ

„გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შემოსულ შეტყობინებებზე ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ,”- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა პოლიციელებთან ერთად კიდევ რამდენიმე ოჯახი, მათ შორის ხანდაზმულები და მცირეწლოვნები უსაფრთხო გარემოში გადაიყვანეს. ასევე, აქტიურ რეჟიმში გრძელდება მოსახლეობის საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭირო პროდუქტებით მომარაგება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები