ზელენსკი: ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ მოიხადა ბოდიში ოვალურ კაბინეტში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მწვავე კამათის გამო, მაგრამ მან Fox News-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა, რომ დარწმუნებულია მათი ურთიერთობა შესაძლოა გამოსწორდეს.

“ბატონო პრეზიდენტო, როგორ ფიქრობთ, თქვენი ურთიერთობა დონალდ ტრამპთან – პრეზიდენტ ტრამპთან – დღევანდელი დღის შემდეგ შეიძლება გადარჩეს?” — ჰკითხა ზელენსკის Fox News-ის პოლიტიკური ამბების წამყვანმა ბრეტ ბაიერმა.

„დიახ, რა თქმა უნდა, რადგან ეს არის ურთიერთობა ორ პრეზიდენტს შორის. ეს არის ისტორიული ურთიერთობები, ძლიერი ურთიერთობები ჩვენს ხალხებს შორის და ამიტომ მე ყოველთვის ვიწყებ  მადლობის გადახდით თქვენი ხალხისთვის ჩვენი ხალხისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ პარასკევს ექსკლუზიურ ინტერვიუში გადაცემაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები