ავთანდილ თალაკვაძე: ფაქტობრივად, ელექტრომომარაგების კუთხით ძალიან მინიმალური რაოდენობაა დარჩენილი ბენეფიციარების, რომელთაც ელექტროენერგია არ მიეწოდება
„6 ლოკაციაზე შექმნილია მიკრო შტაბი საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების განაწილების კუთხით, ეს არის: შრომა, ასკანა, მთისპირი, ჯუმათი, კონჭკათი,“ – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ამ პერიოდისთვის არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები ყველა მიმართულებით. სადაც იყო ასული ტექნიკა, ცენტრამდე, უკვე აგრძელებს გზას, ცენტრის იქით გადაადგილებას, რათა ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზარდოს. 6 ლოკაციაზე შექმნილია მიკრო შტაბი საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების განაწილების კუთხით, ეს არის: შრომა, ასკანა, მთისპირი, ჯუმათი, კონჭკათი.
ფაქტობრივად, ელექტრომომარაგების კუთხით ძალიან მინიმალური რაოდენობაა დარჩენილი ბენეფიციარების, რომელთაც ელექტროენერგია არ მიეწოდება. ანალოგიური სიტუაციაა გაზმომარაგების კუთხითაც. ტექნიკა ბოლომდე არ არის შესული ცენტრებამდე, ვგულისხმობ, რომ საავტომობილო მოძრაობა აღდგეს. თუმცა, გადაადგილება შესაძლებელია სპეცტექნიკით ან თოვლმავლებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.