რუსეთმა აშშ-ს პირდაპირი ფრენების აღდგენა შესთავაზა
27 თებერვალს, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე, რუსმა დიპლომატებმა ამერიკულ დელეგაციას ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა შესთავაზეს,- ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.
როგორც მედია იუწყება, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის შემდეგ, აშშ-მა დახურა საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის.
დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა ასევე განიხილეს დიპლომატიური მისიების დაფინანსება და დიპლომატების მუშაობა.
„დისკუსიები იყო შინაარსიანი და საქმიანი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიალოგი ამ არხით გაგრძელდება“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
18 და 27 თებერვალს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი მოლაპარაკებები გაიმართა. ერ-რიადში მიღწეულ იქნა შეთანხმება დიპლომატიური მისიების რაოდენობის აღდგენისა და უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. სტამბოლში მოლაპარაკებები კი „ექსპერტების დონეზე“ მიმდინარეობდა.