სტარმერი ვენსის ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლების გაკრიტიკებაზე პასუხობს: დიდი ხანია, რაც სიტყვის თავისუფლება გვაქვს, რითაც ვამაყობ

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა გაერთიანებულ სამეფოში არსებული სიტყვის თავისუფლების სტანდარტები გააკრიტიკა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს ჩვენს ბრიტანელ მეგობრებთან და მსგავს ევროპელ მოკავშირეებთან, თუმცა ჩვენ ასევე ვიცით, რომ იქ სიტყვის თავისუფლების დარღვევის შემთხვევები ყოფილა, რომლებმაც გავლენა იქონიეს არა მხოლოდ ბრიტანელებზე, არამედ გავლენა იქონიეს ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებსა და, რაღაც მხრივ, ამერიკელ მოქალაქეებზე”,- განაცხადა ვენსმა.

სტარმერმა უპასუხა, რომ მათ ძალიან დიდი ხანია, რაც სიტყვის თავისუფლება აქვთ, რითაც ამაყობს.

“ჩვენ ძალიან დიდი ხანია, რაც სიტყვის თავისუფლება გვაქვს გაერთიანებულ სამეფოში და ის ძალიან დიდხანს გასტანს კიდეც. ჩვენ არ გვენდომებოდა, რომ ის აშშ-ის მოქალაქეებს გადასწვდეს და არც გვსურს, თუმცა გაერთიანებულ სამეფოში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, მე ძალიან ვამაყობ ჩვენი ისტორიით”,- განაცხადა სტარმერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები