გიორგი ტყემალაძე: „მინდა მადლობა გადავუხადო ყველა უწყებას, თითოეულ ადამიანს, პირველ რიგში სამხედროებსა და მაშველებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობენ და ჩართული არიან დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში“

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე დასავლეთ საქართველოში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო შტაბი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გადაიჭრას ყველა პრობლემა, რომლებიც დიდთოვლობამ გამოიწვია.

„როგორც იცით, დასავლეთ საქართველოში ბოლო რამდენიმე დღეა სტიქია მძვინვარებს. დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია საკოორდინაციო შტაბი და ყველაფერი კეთდება სტიქიით გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციოდ. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც გზების გაწმენდითი, ასევე სამაშველო სამუშაოები. მინდა მადლობა გადავუხადო ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველა უწყებას, თითოეულ ადამიანს, პირველ რიგში ჩვენს სამხედროებს და მაშველებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობენ და ჩართული არიან დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები