დღეს, თეთრ სახლში ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის პროგრამა ზელენსკისა და ამერიკელი სენატორების დილის შეხვედრით დაიწყება. ამის შემდეგ ის თეთრ სახლში გაემგზავრება.
ორივე პრეზიდენტი ვაშინგტონის დროით 13:00 საათზე მედიისთვის განცხადებების გაკეთებას და ერთობლივ პრესკონფერენციას გეგმავს.
მანამდე, როგორც ცნობილია, გაფორმდება ე.წ. წიაღისეულის – ორმხრივი ხელშეკრულება საინვესტიციო აღდგენის ფონდის წესებისა და პირობების დადგენის შესახებ.