დავით მათიკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: ყველა ის პირი, რომელიც აარიდებს თავს საგამოძიებო კომისიის კონკრეტულ მოთხოვნას, არ გამოცხადდება და არ მისცემს შესაბამისს ჩვენებას, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი რეგულაციები გავრცელდება
2003-2012 წლებში ჩადენილი ქმედებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აფასებს და აცხადებს, რომ ის, ვინც არიდებს თავს საგამოძიებო კომისიის კონკრეტულ მოთხოვნას და არ მისცემს შესაბამისს ჩვენებას, მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება.
“იქნებიან დაბარებული ყველა ის პირი, ვისთანაც საგამოძიებო კომისია საჭიროდ ჩათვლის შესაბამისი ინფორმაციას მიღებას და, რა თქმა უნდა, ის დაკვეთა, რომელიც საზოგადოებისგან აქვს მიღებული ხელისუფლებას, ეს დაკვეთა შესრულდება. ნიურნბერგის პროცესის მსგავსად, რომელმაც წერტილი დაუსვა ნაცისტურ რეჟიმს გერმანიაში და მისცა მას კონკრეტული შეფასება, აუცილებლად მოხდება “ნაციონალური მოძრაობის” უსასტიკეს, სადისტური რეჟიმისთვის შესაბამისი შეფასების მიცემა და ყველა ის პირი, რომელიც აარიდებს თავს საგამოძიებო კომისიის კონკრეტულ მოთხოვნას, არ გამოცხადდება და არ მისცემს შესაბამისს ჩვენებას, ბუნებრივია, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი რეგულაციები გავრცელდება, რაც, მათ შორის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, 2003-2012 წლებში ჩადენილ ქმედებებზე, ორშაბათიდან საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მუშაობას განაახლებს. სამუშაო ჯგუფი იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს მოუსმენს, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში მომხდარ კანონდარღვევებზე წარმოებულ საერთაშორისო დავებზე უნდა ისაუბროს. იგეგმება, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის მოსმენაც 2003-2012 წლებში გამართული საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.