დავით ნარმანია ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ნატოს სამეკავშორეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა თბილისის მერიაში გაიმართა. მერიის ცნობით, თბილისის მერმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შესახებ და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მოსახლეობამ თავისი არჩევანი დემოკრატიული გარემოში გააკეთა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე თბილისის მერიაში დაგეგმილ ატესტაციას. დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ატესტაციის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან ჩართულნი. დავით ნარმანიამ ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. თბილისის მერმა სტუმრებს უახლოესი გეგმები გააცნო და მათი გადაჭრის კონკრეტულ მექანიზმებზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები