თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, გასული დღე-ღამის განმავლობაში გზები თოვლისგან გაიწმინდა. ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, ტექნიკური მარილი დაიყარა: წყნეთის, ბეთანიის, კოჯრის, წავკისის ცენტრალურ ქუჩებზე, წყნეთი-სამადლოს გზატკეცილზე, ასევე, ტაბახმელაში, შინდისში, კიკეთში, სოფელ ახალდაბასა და სოფელ დიდგორში.
გზის გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.
„ამ დროისთვის თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო მოძრაობის შეფერხება არ ფიქსირდება. საჭიროების შემთხვევაში, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფენ“ – აღნიშნა გიორგი პაპავამ.
მოსული ნალექის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.