გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები 11 მარტს გაიმართება

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ დანიის ნახევრად ავტონომიურ ტერიტორიაზე საყოველთაო არჩევნები 11 მარტს გაიმართება,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.

მედიის ცნობით, არჩევნები შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ არქტიკის კუნძულის შეძენის ინტერესის ფონზე  იმართება.

მოსალოდნელია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი საკითხები იქნება გრენლანდიის დამოუკიდებლობის მისწრაფებები, ასევე ურთიერთობები დანიასთან და შეერთებულ შტატებთან.

როგორც “როიტერი” წერს, გრენლანდიამ, რომელსაც აქვს უზარმაზარი გამოუყენებელი მინერალური რესურსები, განაცხადა, რომ ღიაა ბიზნესისთვის, მაგრამ არ სურს იყოს შეერთებული შტატების ნაწილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები