გამოკითხვის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის 40% “არჩევნებში” მხარს ბარდა გუნბას დაუჭერს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკის მცხოვრებლების 41%-ს, ვინც აუცილებლად წავა ხმის მიცემის პროცედურაზე, სურს მხარი დაუჭიროს კანდიდატ ბარდა გუნბას, გამოკითხულთა 33% კი, აპირებს, ხმა ადგურ არძინბას მისცეს, – ამის შესახებ ნათქვამია ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ INSOMAR-ის კვლევის მონაცემებში.
გამოკითხულთა 12% “პრეზიდენტობის კანდიდატად” რობერტ არშბას არჩევას გეგმავს, 5% – ოლეგ ბარციცის, 2% – ადგურ ხურხუმალის.
ამასთან, “პრეზიდენტობის კანდიდატმა” ბადრა გუნბამ წამოიწყო და სხვა ე.წ. კანდიდატებს შორის პირველმა მოაწერა ხელი “არჩევნების” შედეგების აღიარების შესახებ შეთანხმებას.
როგორც მედია იუწყება, ეს განცხადება ხელს უწყობს საზოგადოებაში დაძაბულობის განმუხტვას და გამოთქვამს იმედს, რომ არჩევნები მშვიდ ატმოსფეროში ჩატარდება.