ვაშინგტონში, მდინარე პოტომაკიდან 29 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპული ყველა, 67-ვე ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერთის გარდა ყველა დაღუპული იდენტიფიცირებულია.
დაღუპულების გარდა, მდინარიდან ამოიღეს თვითმფრინავის ნამსხვრევები.
შეგახსენებთ, თვითმფრინავი რონალდ რეიგანის ეროვნულ აეროპორტში დაშვებას აპირებდა, როდესაც მას ვერტმფრენი შეეჯახა. შედეგად ორივე მდინარეში ჩავარდა და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.