ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა.

მათივე ცნობით, კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში არ აღინიშნა.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბავშვის წყლით – „ბაკურიანი ციდა“ სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღო წყლის სინჯები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.

ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა.

კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში არ აღინიშნა”,- წერია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბაკურიანის წყალმა რამდენიმე ადამიანი მოწამლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები