დავით მათიკაშვილი: ადამიანების მცირე ჯგუფი ცდილობს მთელ საზოგადოებას თავს მოახვიოს საკუთარი ძალადობა, იძალადოს პოლიციელზე და საზოგადოებაზე, ამ ყველაფერს სჭირდება ადეკვატური რეაგირება

„ყველა ის ცვლილება, რომელიც არის დაგეგმილი განხორციელდეს საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში, ითვალისწინებს ერთადერთ მიზანს, მოხდეს პრევენცია და დროულად აღკვეთა ყველა იმ დესტრუქციული ქმედების, რაც სამწუხაროდ საზოგადოებამ იხილა არაერთგზის საქართველოში,“ – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობაზე უნდა გაეცეს ყველას ადეკვატური პასუხი.

„მაშინ, როდესაც ადამიანების მცირე ჯგუფი ცდილობს მთელ საზოგადოებას ერთი, რომ თავს მოახვიოს საკუთარი ძალადობა, იძალადოს პოლიციაზე, იძალადოს საზოგადოებაზე, ამ ყველაფერს სჭირდება ადეკვატური პასუხი და რეაგირება. ეფექტურად რეაგირების განხორციელების მიზნით ცხადია, რომ ეს ცვლილებები იქნება განხორციელებული“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები