შვედეთი უკრაინას სამხედრო დახმარების უმსხვილეს პაკეტს გამოუყოფს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარია

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, შვედეთის მთავრობა უკრაინას უდიდეს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, რომლის ღირებულებაც 13,5 მილიარდ შვედურ კრონას (1,23 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგენს.

როგორც Ukrinform-ი იუწყება, ამის შესახებ ინფორმაცია შვედეთის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

დახმარების პაკეტი მოიცავს შვედური და უცხოური თავდაცვის კომპანიებისგან შეძენილ აღჭურვილობას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, დაახლოებით 5,9 მილიარდი შვედური კრონის ოდენობით.

ასევე, დაგეგმილია ფინანსური შენატანები სხვადასხვა ფონდებში სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის შესაძენად, დაახლოებით 2,8 მილიარდი შვედური კრონის ოდენობით.

დაახლოებით 90 მილიონი დოლარი უკრაინული შორი მოქმედების რაკეტებისა და დრონების წარმოებას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები