ვიქტორ ორბანის მრჩეველი: უნგრეთი საქართველოს გვერდში უდგას და ეუბნება „არა“-ს ბრიუსელის პოლიტიკურ შანტაჟს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მრჩეველი, ბალაშ ორბანი სოციალური ქსელ X-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტს ეხმიანება.

„უნგრეთი საქართველოს გვერდში უდგას და ეუბნება „არა“-ს ბრიუსელის პოლიტიკურ შანტაჟს! საქართველო, როგორც უნგრეთი ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან უმოწყალო ზეწოლას უპირისპირდება. 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიუხედავად, მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ არჩევნების შედეგების გამო გაიყინა. ეს არის ნათელი გზავნილი იმისა, რომ საქართველოს წევრობა ევროკავშირში ბრიუსელის ხაზის გატარებაზეა დამოკიდებული.

ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და უსათუოდ: საქართველო ეკუთვნის ევროკავშირს!“, – წერს ორბანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები