გია აბაშიძე: საქართველოში გადატრიალების მოსურნეებს “მადა” მაქსიმალურად შეეზღუდათ – ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის მუშაობის ახალ პოლიტიკას აწესებს: „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, დასავლურ დოტაციაზე მყოფ ნაცრადიკალებს ჯერჯერობით “მოგუდული გლოვა” აქვთ

საქართველოში გადატრიალების მოსურნეებს “მადა” მაქსიმალურად შეეზღუდათ – ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის მუშაობის ახალ პოლიტიკას აწესებს: „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დასავლეთის დაფინანსებაზე მყოფ “ნაცრადიკალებს” ჯერ მხოლოდ “მოგუდული” გლოვა აქვთ, რადგან არასამთავრობოების დაფინანსება მინიმუმამდე დაიკლებს, ბევრ შემთხვევაში კი გაქრება. “საქართველოში გადატრიალების მოსურნეებს “მადა” მაქსიმალურად შეეზღუდათ – ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის მუშაობის ახალ პოლიტიკას აწესებს: „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. დასავლურ დოტაციაზე მყოფ ნაცრადიკალებს ჯერჯერობით მოგუდული გლოვა აქვთ, რადგან ე.წ. “მაიდანისთვის” უსამშობლო ფსევდო-არასამთავრობოებისთვის დაფინანსება მინიმუმამდე იქნება, ბევრ შემთხვევაში გაქრება. თეთრმა სახლმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID), რომელიც სხვადასხვა ქვეყნისთვის ეკონომიკური დახმარების გადანაწილებით არის დაკავებული, მუშაობის პრინციპების კარდინალური ტრანსფორმაციის განკარგულება გამოსცა. ამიერიდან სააგენტო პრინციპით „ამერიკა პირველ ყოვლისა“ უნდა ხელმძღვანელობდეს. იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც ახალი ადმინისტრაციის მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყვიან, დისციპლინარული ზომები გატარდება. USAID-მა, თავის მხრივ, თავის პარტნიორებსა და კონტრაქტორებს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვით, მათ დაუყოვნებლივ უნდა გამოსცენ ბრძანებები მუშაობის შეწყვეტის შესახებ და არსებული კონტრაქტები შეცვალონ ან შეაჩერონ.” – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები