ტრამპის ბრძანება საერთაშორისო მხარდაჭერის შეჩერების შესახებ უკრაინას არ შეეხება – პენტაგონი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულება საერთაშორისო მხარდაჭერის 90 დღით შეჩერების შესახებ არ ვრცელდება უკრაინის სამხედრო დახმარების პროგრამებზე. ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონში დაუდასტურეს.

„უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარება არ ექვემდებარება უცხოური დახმარების შესახებ ბოლო განკარგულებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, რადგან ის ეხება მხოლოდ განვითარების პროგრამებს და არა სამხედრო მხარდაჭერას“, – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ USAI-ის პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის იარაღის წარმოების კონტრაქტები, რომლებიც აშშ-ის წინა პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფორმა, ძალაში რჩება.

გარდა ამისა, ტრამპის ბრძანება გავლენას არ მოახდენს PDA პროგრამის ფარგლებში აშშ-ის მარაგებიდან იარაღის დარჩენილ, ან ადრე დაგეგმილ მიწოდებაზე.

როგორც უცხოური მედია წერს, უცნობია, რა გავლენას მოახდენს ტრამპის განკარგულება უკრაინისთვის არასამხედრო დახმარების გაწევაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები