მახაშვილი – პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალებაზე: ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო რამდენიმე წელიწადის განმავლობაში, როდესაც ამდენ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა საზოგადოებაში დაბრუნების და რესოციალიზაციის

“ჩვენი საზრუნავი არ არის ის, თუ რას იტყვის ოპოზიცია”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი საზრუნავი არის ის, რომ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საზოგადოებაში საკუთარი თავის წარმოჩინების და ინტეგრირების შესაძლებლობა.

“საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს არის. დიდი ხანია, ასეთი მასშტაბური შეწყალება არ მომხდარა და ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო რამდენიმე წელიწადის განმავლობაში, როდესაც ამდენ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა საზოგადოებაში დაბრუნების და რესოციალიზაციის. საქართველოს პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით მიიღო”, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები