ალკოჰოლით მასობრივი ინტოქსიკაციის საქმეზე, თურქეთში 4 პირი დააკავეს
თურქეთში, სტამბოლში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. 48 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს.
მოქალაქეების მოწამვლა ფალსიფიცირებული, მეთანოლიანი ალკოჰოლური საშუალების დალევამ გამოიწვია.
ალკოჰოლით ინტოქსიკაციის საქმეზე დაკავებულია ოთხი პირი, რომლებიც ფალსიფიცირებულ სასმელს ყიდდნენ. მათ განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.
სტამბოლის გუბერნატორის ოფისის ინფორმაციით, 1 იანვრიდან ხელისუფლებამ სტამბოლში 29 ტონა ყალბი ალკოჰოლი ამოიღო და 64 ბიზნესს ლიცენზია გაუუქმდა.