საქპატენტის თავმჯდომარე სერბეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყების დირექტორს ვლადიმირ მარიჩს შეხვდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე სერბეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყების დირექტორს ვლადიმირ მარიჩს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
ხაზი გაესვა „გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ ორმხრივი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხს. გარდა ამისა, გადაწყდა, რომ 2015 წელს გაფორმებული მემორანდუმის განახლებითა და თანამშრომლობის გაღრმავებით, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის სპექტრი კიდევ უფრო გაფართოვდება.
აღსანიშნავია, რომ ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის ორმხრივი შეთანხმებები საქპატენტს გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, შვეიცარიის კონფედერაციასთან, დიდ ბრიტანეთთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან.
უწყებათა თავმჯდომარეების გარდა, გამართულ შეხვედრას საქპატენტის მხრიდან ესწრებოდნენ სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი დარეჯან მჭედლიძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი სალომე ციმაკურიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ჯინჭარაძე და ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრის უფროსი ლალი ამირანაშვილი. ხოლო სერბეთის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყებიდან – დირექტორის მოადგილე დანიელა ზლატიჩ შუტიჩი, საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფის მრჩეველი მარკო ილიჯიჩი და სამრეწველო დიზაინისა და გეოგრაფიული აღნიშვნის ჯგუფის ხელმძღვანელი მილიცა ადამოვიჩი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები