რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰზე ბალისტიკური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თავდასხმის შედეგად ქალაქში ორი ხუთსართულიანი შენობა დაზიანდა, მათგან ერთ-ერთში ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ოკუპანტებმა ქალაქს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს.
„თითოეული ასეთი ტერორისტული თავდასხმა არის კიდევ ერთი შეხსენება, ვისთან გვაქვს საქმე. რუსეთი თავად არ ჩერდება – მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ საერთო ზეწოლით. ზეწოლა მსოფლიოში ყველასგან, ვინც სიცოცხლეს აფასებს”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.