გოგა ხაინდრავა – აშშ-ის ელჩს: ვიდრე აშშ-ის სახელით სადმე მსოფლიოში ძალადობას დაგმობთ, იქნებ გაიხსენოთ, რომ თქვენ წარმოადგენთ ერთადერთ ქვეყანას დედამიწაზე, რომელმაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ატომური იარაღი გამოიყენა
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს სოციალური ქსელით მიმართავს.
„ელჩო, დანიგან! ვიდრე აშშ-ის სახელით სადმე მსოფლიოში ძალადობას დაგმობთ, იქნებ გაიხსენოთ, რომ თქვენ წარმოადგენთ ერთადერთ ქვეყანას დედამიწაზე, რომელმაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ატომური იარაღი გამოიყენა! ჰიროსიმაში და ნაგასაკიში 250000 ადამიანი ცოცხლად დაწვით და გაანადგურეთ!“, – წერს გოგა ხაინდრავა.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „აშშ-ის საელჩოსა და სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ საქართველოს იმ მოქალაქეების სასამართლო პროცესებს, რომლებიც დაკავების ან პატიმრობის დროს სავარაუდოდ პოლიციამ სცემა ან მათზე იძალადა. ადამიანების მიზანში ამოღება გამოხატვის თავისუფლებისა და ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, ძირს უთხრის საქართველოში სამართალს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას“.