გია აბაშიძე: წლებია ითხოვს ჩვენი საზოგადოება ჯაშუშებისა და ანტიქართველი არარაობების გასამართლებას – მადლობა „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ ამ თემის წამოწევისთვის

“წლებია სამართლიანად ითხოვს ჩვენი საზოგადოება ჯაშუშებისა და ანტიქართველი არარაობების გასამართლებას. მადლობა „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ ამ თემის წამოწევისთვის. დაიღალა საზოგადოება ამდენი ლუნატიკის მოსმენაში”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივაზე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, უწინარესად საქართველოში სამართლიანობის სამართლიანობაა გასამაგრებელი.

„წლებია სამართლიანად ითხოვს ჩვენი საზოგადოება ჯაშუშებისა და ანტიქართველი არარაობების გასამართლებას. მადლობა „ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ ამ თემის წამოწევისთვის. დაიღალა საზოგადოება ამდენი ლუნატიკის მოსმენაში. სამართლიანობის სამართლიანობაა გასამაგრებელი ამ ქვეყანაში უწინარესად! ნაცრეჟიმის მიერ დაზარალებულ ხალხს ვცეთ პატივი,“ – წერს გია აბაშიძე.

ცნობისთვის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ გეგმავს, “ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი” უახლოეს დღეებში წარადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები