დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა – სულ მცირე 30 დღით, რომ იყოს უზრუნველყოფილი და დაცული, ეს ისაა, რაც რეალური დიპლომატიის საძირკველია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი მანიპულირებს მშვიდობით და ცდილობს შეერთებული შტატების მოტყუებას.
„მანიპულაციის მორიგი მცდელობაა: რატომღაც ყველა უნდა ველოდოთ 8 მაისს და მხოლოდ მაშინ შევწყვიტოთ ცეცხლი, რათა უზრუნველყოთ „სამყაროს ცენტრისთვის“ სიმშვიდე აღლუმის ჩასატარებლად. ჩვენ ვაფასებთ ადამიანების სიცოცხლეს და არა აღლუმებს. ზუსტად ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიზეზი არ არსებობს 8 მაისამდე დალოდების. და ცეცხლი რამდენიმე დღით არ უნდა შეწყდეს, რათა მერე ისევ მკვლელობა დაიწყოს. დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა – სულ მცირე 30 დღით, რომ იყოს უზრუნველყოფილი და დაცული, ეს ისაა, რაც რეალური დიპლომატიის საძირკველია.
ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად ვითანამშრომლოთ ყველა პარტნიორთან, ვისაც შეუძლია მშვიდობის დამყარებასა და უსაფრთხოების გარანტირებაში დახმარება. რუსეთი მუდმივად უარყოფს ამ ყველაფერს და მანიპულირებს მშვიდობით, ცდილობს შეერთებული შტატების მოტყუებას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სამი დღით, 8-10 მაისს უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს აჩერებს.