ტრამპი: მე ვმართავ ქვეყანას და მსოფლიოს

მე ვმართავ ქვეყანას და მსოფლიოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა.

შეერთებული შტატების ლიდერმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდებოდა მისი ორი საპრეზიდენტო ვადა.

„პირველად ორი რამ მქონდა გასაკეთებელი – ქვეყნის მართვა და გადარჩენა. გარშემო ბევრი თაღლითი მყავდა. მეორე ჯერზე მე ქვეყანას და მსოფლიოს ვმართავ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა მესამე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობაზე.

„ეს არ არის ის რისი გაკეთებაც მსურს. ვფიქრობ, ეს ძალიან რთული საქმე იქნება“, – აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები