არჩილ გორდულაძე ფაქტჩეკერების პროექტის გაუქმებაზე: გამოჩნდა, რომ მართლები ვყოფილვართ და ეს აღიარა “მეტას” დამფუძნებელმა 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, “მეტას” დამფუძნებელმა აღიარა, რომ ფაქტჩეკერები ცრუ ნარატივებს ატარებდნენ, ამის შესახებ კი “ქართული ოცნება” უკვე დიდი ხანია საუბრობდა.

მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ცენზორები არიან.

“კონკრეტულად, საქართველოში მოქმედებს რამდენიმე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც უცხოური ფულით ფინანსდებიან. ყველას ემახსოვრება, როგორი ცრუ ინფორმაციის კორიანტელს აყენებდნენ “ნაცმოძრაობის” ტელევიზიები მაშინ, როდესაც ისევ და ისევ “მეტა” ხურავდა და გარკვეულ ორგანიზაციებს თუ ჯგუფებს სოციალური ქსელებზე წვდომას უწყვეტდა. როდესაც ჩვენ გამოვდიოდით და ვამბობდით, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი “ფეიკის” ნაწილია და მხოლოდ და მხოლოდ ცრუ ნარატივს ატარებს, ამაზე კრიტიკას ვიღებდით. ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე მართლები ვყოფილვართ და ეს აღიარა, მათ შორის, “მეტას” დამფუძნებელმა. მან თვითონვე აღიარა, რომ ე.წ. ფაქტჩეკერები, რეალობის წარმოჩენისა და გადამოწმების ნაცვლად, პირიქით, ცენზორები იყვნენ და მხოლოდ და მხოლოდ იმ ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომელიც კონკრეტული პირთა ჯგუფის ინტერესებშია”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები