ვლადიმერ ბოჟაძე – სალომე ზურაბიშვილის სტიპენდიაზე: კარგია, რომ ყოფილი პრეზიდენტი ასე დააჯილდოვეს მათმა პატრონებმა და ამით კიდევ ერთხელ გაიშიფრა ის გეგმა, რომელიც არსებობდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ
ამაში გასაკვირი ბუნებრივია არაფერი არ არის. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით, რომ არსებობდა კონკრეტული გეგმა, რომლის ამოცანაც იყო 27 ოქტომბრის შემდგომ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ ამ გეგმის სათავეში იდგა სალომე ზურაბიშვილი. კარგია, რომ ყოფილი პრეზიდენტი ასე დააჯილდოვეს მათმა პატრონებმა და ამით კიდევ ერთხელ გაიშიფრა ის გეგმა, რომელიც არსებობდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატი გახდა.