ოლაფ შოლცი: საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი ყველა ქვეყანაზე ვრცელდება
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი ყველა ქვეყანაზე ვრცელდება.
ოლაფ შოლცმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენებას განიხილავს.
„საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი ვრცელდება ყველა ქვეყანაზე, განურჩევლად იმისა, არის ის ჩვენგან აღმოსავლეთით თუ დასავლეთით და ყველა სახელმწიფომ უნდა დაიცვას იგი, მიუხედავად იმისა, პატარა ქვეყანაა თუ ძალიან ძლიერი სახელმწიფო. ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი და იმის ძირითადი ნაწილი, რასაც ჩვენ დასავლურ ღირებულებებს ვუწოდებთ“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.