“ზოგადად, მოითხოვენ იმას, რომ არ უნდა იმღეროს საქართველომ, არ უნდა უხაროდეს ახალი წელი საქართველოს” – ვოლსკი

“ზოგადად, მოითხოვენ იმას, რომ არ უნდა იმღეროს საქართველომ, არ უნდა უხაროდეს ახალი წელი საქართველოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მომღერლების მიმართ მიმდინარე ბულინგის კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

„ზოგადად მოითხოვენ იმას, რომ არ უნდა იმღეროს საქართველომ, არ უნდა უხაროდეს ახალი წელი საქართველოს და საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ახალგაზრდებს, პატარა ბავშვებს საბავშვო ბაღში იქნება, სკოლაში თუ უნივერსიტეტში უნდა უხაროდეთ ახალი წლის დადგომა და შობის დღესასწაული. ყველაფერი ეს უზნეობაა, ამას უზნეობა და გარკვეულწილად თაღლითობა ჰქვია, როდესაც პოლიტიკურ ველზე გაიჭრები და ამის არავითარი მიზეზი არ გაქვს – ზუსტად იცი, რომ არავითარი პრორუსული პოლიტიკა არ წარმოებს და ემსახურები იმ ადამიანებს, ვინც რუსეთს ჩააბარა 20%-ც და ხელი მოუწერა იმაზე, რომ მათი ინტერვენცია იყო სამართლებრივად გამართლებული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები