მილანის ღია სივრცეებში მოწევის აკრძალვა 1 იანვრიდან ამოქმედდება
მილანში, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, ძალაში შედის კანონი, რომლის თანახმადაც საჯარო ადგილებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალება.
ქალაქში უკვე აიკრძალა მოწევა ზოგიერთ ღია სივრცეში, როგორიცაა ავტობუსის გაჩერებები, მაგრამ ეს კანონი გავრცელდა ყველა საზოგადოებრივ ადგილში, როგორიცაა ქუჩები, პარკები და სპორტული ობიექტები, თუ არ არის შესაძლებელი ადამიანებს შორის, სულ მცირე, 10 მეტრის დისტანციის შენარჩუნება.
აკრძალვა ელექტრონულ სიგარეტზე არ ვრცელდება.