მედვედევი: გრძელვადიან პერსპექტივაში, ამერიკის იგნორირება სჯობს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ უახლოესი 100 წლის განმავლობაში აშშ-სთან ურთიერთობის დათბობა გამორიცხულია.
მისივე განცხადებით, შტატებთან პირდაპირი კონფლიქტის დაწყება აუცილებლად გადაიზრდება ბირთვულ ომში, ამიტომ, მედვედევის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკის იგნორირება სჯობს.
„ჩვენი მეგობრობა უახლოესი 100 წლის განმავლობაში მოსალოდნელი არ არის – პირდაპირი კონფლიქტი აშკარად გადაიზრდება მსოფლიო ბირთვულ ომში“ – წერს მედვედევი ტელეგრამ არხზე.