საქართველომ და თურქეთმა რუსულ სამხედრო ავიაციას საჰაერო გზა დაუკეტეს – სომხეთში რუსეთის ბაზა დაბლოკილია

რუსეთის 102 სამხედრო ბაზა სომხეთში საჰაერო ბლოკადაში აღმოჩნდა. საქართველომ და თურქეთმა რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციას საჰაერო გზა დაუკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ბაზის სამხედრო ტექნიკით და შეიარაღებით უზრუნველყოფა რუსეთის სამხედრო უწყების აპარატიდან აეროპორტ „ჩკალოვსკიდან“ ხდებოდა.
რუსული პრესის მონაცემებით, ახლა სამხედრო ბაზას, რომელიც სომხეთშია დისლოცირებული, აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხებები არ აქვს. თუმცა საბრძოლო მასალების მიწოდება საბრძოლო სწავლების ინტენსიურ რეჟიმში, რომელსაც თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ითხოვს, მეთაურების შეშფოთებას იწვევს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მათ პრობლემის შესახებ იციან და „ამ საკითხის მოგვარებით არიან დაკავებულნი, თუმცა ჯერჯერობით ამ სიტუაციის გადაწყვეტა სირთულეებს უკავშირდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები