წინასწარი ინფორმაციით, ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 25 ადამიანი გადაურჩა

აქთაუსთან მომხდარ ავიაკატასტროფას 25 ადამიანი გადაურჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

„დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. წინასწარი ინფორმაციით, 25 ადამიანი გადარჩა, მათგან 22 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – აცხადებენ სამინისტროში.

თვითმფრინავის ბორტზე 72 ადამიანი, მათ შორის 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.

მედიის წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ფრინველთა გუნდზე შეჯახება გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები