ირაკლი რუხაძე: მე ვთქვი, იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილზე მხოლოდ კარგი გამიგია და შეიძლება ფანტასტიკური კანდიდატიც არის როგორც პრეზიდენტი, უკეთესი იქნებოდა, უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული

ბევრად უკეთესი იქნებოდა, უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული, იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილს არ ვიცნობ, მხოლოდ კარგი გამიგია მასზე და შეიძლება ფანტასტიკური კანდიდატი არის როგორც პრეზიდენტი და იმედი გვაქვს, რომ ყველას ძალიან გაგვაკვირვებს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როცა ამხელა ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშეა ქვეყანა, ბევრად მეტი ყურადღება მართებს მმართველ პარტიას, რას და როგორ გააკეთებს.

„იმდენად დაძაბული და რთული სიტუაციაა და იმხელა ძალები გყავს დაპირისპირებული, რომ უნდა იყო ძალიან ფრთხილად. მეორე, ვთქვი, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა, იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილს არ ვიცნობ და მხოლოდ კარგი გამიგია მასზე და შეიძლება ფანტასტიკური კანდიდატი არის როგორც პრეზიდენტი და იმედი გვაქვს, რომ ყველას ძალიან გაგვაკვირვებს, ბედნიერები ვიქნებით, 4 თუ 5 წლის შემდეგ, რომ ეს კაცი იყო არჩეული, შესაძლებელია უკეთესი ყოფილიყო, უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული, განსაკუთრებით ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე „ხალხის ძალა“. როცა ამხელა ეგზისტენციალური საფრთხეების წინ ვართ, ბევრად მეტი ყურადღება მართებს მმართველ პარტიას, რას და როგორ გააკეთებს“, – აღნიშნა რუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები