რომის პაპი – უკრაინაში იარაღის ხმა უნდა შეწყდეს
რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა ვატიკანში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ქადაგების დროს უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის ილოცა,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
რომის პაპმა თავის ტრადიციულ გზავნილში განაცხადა, რომ უკრაინაში იარაღის ხმა უნდა შეწყდეს.
„დაე, შეწყდეს იარაღის ხმა და ჟღარუნი უკრაინაში! მოვუწოდებ მხარეებს დიალოგისა და მოლაპარაკებებისკენ, სამართლიანი და მყარი მშვიდობის მისაღწევად”,- მიმართა პაპმა მორწმუნეებს.
მანამდე, პაპი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა, როცა წელს მან ქვეყანას „თეთრი დროშის“ პრინციპის გამოყენება და ომის დასრულებისთვის რუსეთთან მოლაპარაკება შესთავაზა.