ნიკოლოზ მჟავანაძე: შეწყალების კომისიის უუნარობის გამო პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს

„უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, თვენახევრის წინ, შერჩევით შეწყალებებთან დაკავშირებით დაწყებული აქციის მონაწილე პატიმრებს შეწყალების კომისიამ პირობა მისცა, რომ მათ საქმეებს გადახედავდა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა.
,,თვენახევრის წინ, შერჩევით შეწყალებებთან დაკავშირებით დაწყებულ აქციებს პატიმრების შიმშილობებს კომისიამ იმით უპასუხა, რომ პირობა დადო, უმოკლეს დროში დაიწყებდა იმ საქმეების გადახედვას, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში არსებობს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ეს საქმეები არის შეთითხნილი და ადამიანებიც უკანონოდ იხდიან სასჯელს. დაპირება დაპირებად დარჩა და არავითარი ნაბიჯები საქმეების გადახედვასთან დაკავშირებით არ მიღებულა. ამის გამო, გუშინ შიმშილობა დაიწყო რუსთავის ქალთა მეხუთე საპყრობილის პატიმარმა ანასტასია ზაუტაშვილმა და მერვე საპყრობილის პატიმარმა რომან მესუმიანმა. უახლოეს დღეებში სხვა პატიმრებიც აპირებენ, შეურთდნენ შიმშილობის აქციას. მოშიმშილე პატიმრების მოთხოვნაა შეწყალების კომისიის მხრიდან გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები მათი საქმეების გადასახედად“,- განაცხადა მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები