რიმა ბერაძე მერიის თანამდებობის პირებზე დანამატის გაცემის შესახებ განცხადებას აკეთებს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე მერიის თანამდებობის პირებზე დანამატის გაცემის შესახებ განცხადებას აკეთებს.
საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის ლიდერის თქმით, საჯარო მოხელეს 24 საათიან რეჟიმში უწევს მუშაობა და მისი შრომა შესაბამისი ანაზღაურებით უნდა დაფასდეს.
“მერიაში სახელფასო დანამატების თემასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მერიას საკრებულოს თანხმობა არ სჭირდება. ეს თანხები 2014 წლის ბიუჯეტში იმთავითვე იყო გათვალისწინებული. ამ თანხების გაწევა არ ხდება იმ 30 მლ. საკრედიტო ხაზიდან, რომელიც მერიას საკრებულომ დაუმტკიცა. ამასთან დაკავშირებით მოსახლეობა უკვე არაერთგზისაა ინფორმირებული, რომ აღნიშნული თანხებიდან სოციალური, ბინათმესაკუთრეთა და ოლიმპიური სოფლის ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, გუნდს აღებული გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე და ორიენტირებულები ვართ შედეგზე. აქედან გამომდინარე გვიწევს 24–საათიანი მუშაობა და მიგვაჩნია, რომ საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.
საუბარია მერიის თანამდებობის პირებეზე დანამატის გაცემის შესახებ ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც, დანამატი, 2014 წლის 1 სექტემბრიდან წლის ბოლომდე ყოველთვიურად, დარიცხული ხელფასის პროპორციულად უნდა გაიცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები