ჭიდაობის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ლევან ყიფიანს ხვდებიან
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჭიდაობის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, მოჭიდავეების მოთხოვნით, მინისტრ ლევან ყიფიანს ხვდებიან.
მოჭიდავეების თქმით, სანამ ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე ლუკა კურტანიძე რჩება, ჭიდაობის გაგრძელებას არ აპირებენ.
მინისტრმა ლევან ყიფიანმა კი განაცხადა, რომ ის ჭიდაობის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოსა და სპორტსმენების მოსაზრებას მოისმენს და მზად არის, პრობლემის მოსაგვარებლად ყველა მხარეს შეხვდეს.
ყიფიანი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მოჭიდავეები საჭიდაო არენას დაუბრუნდნენ.
მოჭიდავეების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტს ლუკა კურტანიძეს უპირისპირდება და თანამდებობიდან მის გადადგომას მოითხოვს.