“როდესაც პრეზიდენტი შეუდგება თავისი უფლებამოსილების აღსრულებას, ის შებრძანდება იმ სასახლეში, რომელიც მას ეკუთვნის კონსტიტუციით” –  მათიკაშვილი

“როდესაც პრეზიდენტი შეუდგება თავისი უფლებამოსილების აღსრულებას, ის შებრძანდება იმ სასახლეში, რომელიც მას ეკუთვნის კონსტიტუციით,” – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

“საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების ეს მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო პროცესი, ფაქტობრივად, დასრულდა და ქვეყანა არის ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის ძალიან მკაფიო, ნათელი მაგალითი, შესაბამისი სტრუქტურებით, შესაბამისი, ლეგიტიმური ხელისუფლებით, ძალიან მალე, უკვე პრეზიდენტითაც.

ქვეყანა აგრძელებს თავის სვლას ევროპული, ქვეყნის გაერთიანების, ეკონომიკური პროგრესის მიმართულებით. რა თქმა უნდა, როდესაც პრეზიდენტი შეუდგება თავისი უფლებამოსილების [აღსრულებას], ის შებრძანდება იმ სასახლეში, რომელიც მას ეკუთვნის კონსტიტუციით და იმ წესრიგით, რომელიც საქართველოში არსებობს,” – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მე-6 პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები