გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ გავახსენებთ საზოგადოებას, რას ნიშნავს ოპოზიცია

“ჩვენ გავახსენებთ საზოგადოებას, რას ნიშნავს ოპოზიცია. ოპოზიცია არ ნიშნავს უცხო ძალების ინტერესების გატარებას და პარლამენტში გინებას და ქუჩაში რადიკალიზმს, ოპოზიცია არის ოპონირება მმართველ პარტიასთან, ხალხისთვის იმის დანახვება, როგორ შეიძლება ესა თუ ის საკითხი უფრო უკეთესად გადაწყდეს, ვიდრე ამას აკეთებს მმართველი პარტია”, – ამის შესახებ„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

„ჩვენ დავინახეთ, რომ გამორიცხულია ამ მარგინალურ ძალაში რაიმე ტიპის ოპოზიციური სპექტრი ჩამოყალიბდეს. ეს ხალხი პირდაპირ ასრულებს ცუდად განწყობილი უცხოელი ძალების დაკვეთას. ჩვენ ვთქვით, რომ ვიქნებოდით ხალხის სამსახურში, საზოგადოებას ჩავრთავდით პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ, ქართულ პოლიტიკაში ახალი წესები დავნერგეთ, როდესაც ვთქვით, რომ რასაც „ქართული ოცნება“ ვერ ამბობს, ჩვენ იმას საზოგადოებას ვეტყვით, იმიტომ, რომ დღეს ყველაზე მძლავრი იარაღი არის დეზინფორმაცია და დეზინფორმაცია აუცილებლად გავრცელდება, თუ საქართველოს მოქალაქეს არ აქვს სწორი ინფორმაცია. აქედან გამომდინარეობდა ჩვენი ეს პოლიტიკა, რომელმაც ძალიან გაამართლა და ეს „ოცნებამაც“ აღიარა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პარტია „ხალხის ძალა“ ოპოზიციაში გადადის. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები