თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც ევროკავშირი საუბრობს დემოკრატიული პროცესის მნიშვნელობაზე, მან უნდა დააფასოს ის მოცემულობა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად შეიქმნა 

“როდესაც ევროკავშირი თავად საუბრობს დემოკრატიული პროცესის მნიშვნელობაზე, მან უნდა დააფასოს და დაინახოს ის მოცემულობა, რომელიც შეიქმნა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად”,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა მხარი “ქართულ ოცნებას” დაუჭირა.

„ქართველმა ხალხმა გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა მმართველი გუნდისადმი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია. ეს არის დადასტურებული ამომრჩეველთა 54% მხარდაჭერით, რაც არის ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის მაჩვენებელი. შესაბამისად, ნებისმიერმა სახელმწიფომ, საერთაშორისო პარტნიორებმა პატივი უნდა სცენ ქართული საზოგადოების უმრავლესობის არჩევანს და შესაბამისად, ქართული მხარეც არის მზად ყოველთვის ნებისმიერი ჯანსაღი დიალოგისთვის.

როდესაც ევროკავშირი თავად საუბრობს დემოკრატიული პროცესის მნიშვნელობაზე, მან უნდა დააფასოს და დაინახოს ის მოცემულობა, რომელიც შეიქმნა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად. ეს არჩევნები ჩატარდა მაღალ დონეზე“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები